Saturday, May 26, 2012

David Sulikashvili Autumn - Winter 2012/13


დათუნა სულიკაშვილი დიზაინერი, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ყოველთვის სხვადასხვა ადგილებიდან სთავაზოზობს და უმეტეს შემთხვევაში მოდის კვირეული მისი კოლექციის ჩვენებით იხურება, არც ამჯერად ყოფილა გამონაკლისი და სწორედ მისმა შოუმ დახურა რიგით 6 თბილისის მოდის კვირეული. ამჯერად ლოკაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის III პავილიონი აღმოჩნდა. დიზანერმა კვლავ შეძლო საზოგადოების აღფრთოვანებაში მოყვანა. ველოდი შოუს, თუმცა მეც და დამსწრე საზოგადოებაც გაცილებით მეტის მომსწრენი გავხდით. მან შეძლო ის, რომ იქ ყოველ ჩვენგანს თავი Paris-ის მოდის კვირეულზე გვაგძნობინა და თან რომელიმე წამყვანი მოდის სახლის ჩვენებაზე. თუმცა არა რატომ პარიზის არც მეტი, არც ნაკლები თბილისის და თან ქართველი დიზაინერის, რამაც მე ერთიორად გამახარა.
 კოლექცია ჰაეროვანი ქალური ნაზი, პასტელურ, შავ და ოქროსფერ ფერებში გადაწყვეტილი. დიზაინერმა A/W 2012-13 შემოგვთავაზა ვიწრო შარვლები, როგორც მუხლამდე ასევე  გძელი კაბები ზოგიერთს სდევდა ასიმეტრიული დეტალები, ასევე ბლუზები რომელთაც ამშვენებდათ ასიმეტრიული ჭრილები, ოქროსფერი ქამრები და რაც მთავარია, რამდენიმე Look-ი, რომელსაც ამშვენებდა მასიური ქვების დეტალები, აქსესუარები საოცარ სილამზეს სძენდა. დეტალი რომელიც ყველა Look - ს ამშვენებდა და შოუს ერთერთი შემადგენელი ნაწილი იყო ოქროსფერი რქები. ფეხსაცმელები ორ ფერში იყო წარმოდგენილი როგორც მწვანე ასევე შავ ტონალობაში.

































No comments:

Post a Comment