ჩემი რჩეული და საყვარელი ტენდენცია გაზაფხული-ზაფხული 2013-ის გარდერობში ეს ზოლიანი სამოსია, რომელიც რამდენიმე სეზონია აქტუალობას არ კარგავს. თუმცა არა რამდენიმე სეზონი, არამედ მას შემდეგ, რაც 1936 წელს მსახიობმა და სცენარისტმა Ida Lupino მოირგო ფერადი ზოლიანიმაისური და შორტი. 30-40-იან წლებში Salvatore Ferragamo სამბას მომღერლისა და მოცეკვავისთვის, ბროდევეის მსახიობისათვის Carmen Miranda-სთვის ქმნიდა ფერადზოლიან ფეხსაცმელებს. 50-იან წლებში ზოლიანმა სამოსმა ნამდვილი ტრიუმფი განიცადა, ხოლო 60-იანელებში უკვე ზოლიანები მოდის სამყაროს ახალი გზით უბრუნდება - ყოველი დეტალი გრაფიკასთან ჰარმონიულად არის შერწყმული.
ზოლიანი გვხვდება Dior-ის 1967 წლის Haute Couture Marc Bohan - ის მიერ შექმნილ კოლექციაში. მას შემდეგ ზოლიან სამოსს უამრავი მოდის სახლის კოლექციებში ვხვდებით. 2011 წელს Prada არქივს აცოცხლებს და სრული "ზოლიანი" ყველა ფერის გამოყენებით არის წარმოდგენილი. წელს 2013 გაზაფხული-ზაფხულის ზოლიანი სამოსი კვლავ აკტუალურია, განსაკუთრებით შავ-თეთრი და გეომეტრიული ფიგურებით აწყობილი Look-ები. არ უნდა მოვერიდოთ ერთ Look-ში გავაერთიენოთ ზოლიანი და შავ-თეთრი ჭადრაკის კომბინაცია, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ზოლებით აწყობილი Look-ები.
რჩევა: შევეცადოთ ამ ტენდენციაში გამოვხატოთ ინდივიდუალიზმი... არ დავივიწყოთ, რომ "მოდა და ტენდენცია არის ის, რასაც ვყიდულობთ, ხოლო სტილი ის, რასაც საკუთარი "მე"-ს დახმარებით ვქმნით".
I was wearing
Sunglasses SPIFIRE
Buy On www.moreislove.com
Stripes Top TEYÓ by TEO GARDAPKHADZE
Location: 57 Abashidze Street Tbilisi, Georgia
Daloodmoscow concept store
Location: Bolshaya Nikitskaya Street, 23/14/9, Moscow
Also TEYÓ For More is Love
Check out Online Store
No comments:
Post a Comment