ბრიტანული მოდა თავდაჯერებულია, მას არასდროს ეშინია ექსპერიმენტების, მისთვის მთავარია ახალი იდეები, ის ქედს არასდროს უხრის კომერციას... რამდენიმე დღის წინ კომერციას შეწინააღმდეგებულ ბრიტანულ ბრენდ Marks & Spencer-ში, ჩემი გადაცემის "Fashion Time" - ის ჩაწერა მქონდა. კოლექციით იმდენად მოვიხიბლე ჩაწერის შემდეგ, დარჩენა და ყველა იმ მოწონებული Look - ის მორგება გადავწყვიტე და თქვენთვის გაზიარება.
კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და რაც მთავარია ტენდენციურია. აქ თქვენ ისეთ სეზონის ჰიტებს აღმოაჩენთ როგორებიც არის დიდ ზომის ეფექტის მქონე პალტო, დათბუნული ლაბადები.
საქმიანი ქალბატონების ერთგულია კვლავ M & S ერთ-ერთი ხაზი Autograph - ი
მიყვარს ნაზ პრინტებიან კაბასთან შერწმული ლაბადა
წელს M & S დათბილული ლაბადების ფართო არჩევანია, ფერების მიხედვით გადავწყვიტე შემდეგი ლაბადა მაქმანებიან ბლუზასთან და ქვედაბოლოსთან ერთად მომერგო.
მიყვარს ცოტა სპორტულის და ცოტა ელეგანტურის ნაზავი ეს ნაზი ვარდისფერი პალტო საკმაოდ ელეგანტურად მეჩვენა. ისე შეგახსენებთ, რომ პასტელის ტონალობების პალტოები სეზონის ჰიტია. მოკლეთ სეზონის ჰიტი ეგრეთწოდებულ Sweater Shirt- ს მოვარგე ჯინსის შარვალთან და ღია სანდლებთან ერთად ვფიქრობ კარგი კომბინაცია გამოვიდა.
მანიკენზე მომეწონა და მეც მოვირგე
INDIGO
COLLECTION
"MODERN CHIC"
ერთი ყოველდღიური მინიმალისტიური Look აუცილებელია, რომ გვქონდეს გარდერობში.
M & S - ის მეორე სართულზეც არ დამვიწყნია არბენა, სხვათაშორის საკმაოდ ლამაზი და ელეგანტური კოლექცია გელოდებათ მამრობითი სქესის წარმომადგენლებო.
Photographer AKA.PR
No comments:
Post a Comment